საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთაგან ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

22 იანვარი 2023, 12:02 567 ნახვა

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილი პაციენტებიდან ერთ-ერთი 24  წლის კაცი, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა დინამიკაში  უკეთესია - ამის შესახებ   ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

რაც შეეხება აღნიშნულ კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ორ დაჭრილს - ექიმის განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვალის ტრავმის გამო თბილისში გადაყვანილი 18 წლის გოგო კი ბინაზე უკვე გაწერეს.საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში