ქალები მომავლისთვის

22 იანვარი 2023, 14:09 677 ნახვა

ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსი გოგოებისთვის დასრულდა. 3 500-მდე განაცხადიდან 25 საუკეთესო მონაწილე შეირჩა.

ბიზნესფედერაციისა და კომპანია re:educate-ის ერთობლივი პროექტის გამარჯვებულები გაივლიან 6-კვირიან უფასო კურსს “re:სტარტი”, რომელიც შესავალია კომპიუტერულ მეცნიერებაში.

პროგრამა მონაწილეებს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის სფეროს შესახებ, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში თუ რომელი სასწავლო მიმართულება აირჩიონ სამომავლოდ.

გამარჯვებულებისთვის სასწავლო პროცესი 23 იანვრიდან დაიწყება და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში