სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის განცხადება

23 იანვარი 2023, 14:29 455 ნახვა

კლიმატური პირობების გამო ზამთრის სეზონი ზამთრის კურორტებზე ჩავარდა, საუბარია ბაკურიანსა და გუდაურზე. განცხადება  „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა გააკეთა. 

სპეციალურ ბრიფინგზე შალვა ალავერდაშვილმა თქვა, რომ უცხოელმა ვიზიტორებმა  სასტუმროებში ჩარიცხული თანხის უკან გადარიცხვაც მოითხოვეს, რის გამოც სექტორი დაზარალდა.

ალავერდაშვილი ტურიზმის სფეროდან კადრების გადინებაზეც საუბრობს და ამის მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს, შესრულებული სამუშაოს მიხედვით დასაქმებულების საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში