ბრიუსელში ირანში დაპატიმრებული ბელგიელის გათავისუფლება მოითხოვეს

23 იანვარი 2023, 10:20 532 ნახვა

ათასობით ადამიანი გამოვიდა ბრიუსელის ქუჩებში და  ირანში ბელგიელი  ოლივიე ვანდეკასტელის სასამართლო განაჩენი გააპროტესტა.  ირანში მას ჯაშუშობის ბრალდებით 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ბელგიის მთავრობა ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს. ოლივიე ვანდეკასტელის  სიცოცხლე საფრთხეშია,  შეიტანეთ წვლილი მის გათავისუფლებაში - ამ ლოზუნგებით  ხელისუფლებას მიმართავდნენ დემონსტრანტები, რომლებსაც   ვანდეკასტელის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგებიც შეუერთდნენ.

გასულ თვეში ვანდეკასტელეს განაჩენის გამოტანის შემდეგ, ბელგიის იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ბელგიელი დააპატიმრეს "შეთითხნილი დანაშაულების სერიისთვის" და პატიმრობა შეუფარდეს ბელგიაში 2021 წელს ირანელი დიპლომატისთვის 20 წლიანი პატიმრობის მისჯის შურისძიების გამო. ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლო მომავალ თვეში ირანთან ბელგიელი პატიმრების გაცვლის ხელშეკრულების კანონიერების შესახებ იმსჯელებს.

ბელგიური მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის პატიმრების გაცვლა მოხდეს. ირანელი დიპლომატი ბელგიის ციხეში სასჯელს  ირანის  დევნილი ოპოზიციური ჯგუფის წინააღმდეგ  შეთქმულების დაგეგმვაშია ბრალდებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში