მაკრონის სამი პირობა უკრაინას

23 იანვარი 2023, 11:10 545 ნახვა

საფრანგეთმა უკრაინას შესაძლოა ფრანგული „ლეკლერკის“ ტიპის ტანკები მიაწოდოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა და  ამისთვის სამი პირობაც დაასახელა. პირველი - „ლეკლერკის“ ტანკების უკრაინაში გადაცემამ არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია. მეორე - მას შეუძლია, რეალური და ეფექტური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და მესამე - ტანკების უკრაინაში გადაცემამ არ უნდა შეასუსტოს თავად საფრანგეთის თავდაცვისუნარიანობა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში საფრანგეთმა, გერმანიამ და აშშ-მა უკრაინისთვის ფრანგული „აემექს-10“ მსუბუქი ტანკების, გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „მარდერების“ და ამერიკული საბრძოლო მანქანა „ბრედლის“ გადაცემის პირობა დადეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში