სადავო ქონება

31 იანვარი 2017, 00:00 2268 ნახვა

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას „პაპუაშვილის საქმეზე“ დღეს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა თუმცა სხდომა 20 თებერვლამდე გადაიდო. საქმის უკეთ გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების გამოსაკვლევად პალატამ დრო ითხოვა. სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო გიორგი პაპუაშვილის 2016 წლის 2 მარტის სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ იცოდა ჩამორთმეული ქონების შესახებ, მაგრამ პრეზიდენტთან დისკუსიაში არ შევიდა. მოსარჩელე მხარის მეორე მოთხოვნაა, სასამართლომ  საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიაროს, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ამავე კატეგორიაში