ძაღლის სავარაუდო მკვლელობა

23 იანვარი 2023, 20:35 928 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 6 მაისის პარკში ძაღლის წამებით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ წუთებში პოლიციის მეორე განყოფილებაში ცხოველთა უფლება დამცველი თეონა ყურშუბაძე იკითხება. პარკში სასტიკად მოკლული ძაღლის შესახებ ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწორედ მან გაავრცელა.

ცხოველთა უფლებადამცველი ფაქტის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს. თეონა ყურშუბაძეს ეჭვი აქვს რომ მიუსაფარ ძაღლებს, რომლებიც 6 მაისი პარკის ტერიტორიაზე წლებია ბინადრობენ, მიზანმიმართულად უსწორდებიან კონკრეტული პირები. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური დაზიანებები კიდევ ორ ცხოველს 2 თვის წინ მიაყენეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში