''ბასკომ'' 18-წლამდელთა საკალათბურთო ლიგა გამარჯვებით დაიწყო

23 იანვარი 2023, 20:38 1200 ნახვა

საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ლიგა ბათუმის ''ბასკომ'' გამარჯვებით დაიწყო.

პირველ ტურში ივანე მაისურაძის გუნდმა გასვლაზე  ''გორი'' 60-65 დაამარცხა. ''ბასკოს'' მხრიდან  ლევან ხაბაზმა 24 ქულა,15 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა, ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა საბა სალაძეს, რომლის ანგარიშზე 13 ქულა, 16 მოხსნა და 6 ჩაჭრა იყო.

"ბასკო'' ხვალ 24 იანვარს 18 წლამდელთა ლიგის მეორე ტურში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ''ბრუკლინს'' დაუპირისპირდება. შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.

კალთბურთის ფედერაციის  ახალი ფორმატით 18 წლამდელთა 14 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. ანუ ''ა'' და ''ბ'' ჯგუფში 7-7 გუნდი იქნება და მომდევნო ეტაპზე  კი 4-4 საუკეთესო გავა. 

B ჯგუფში ბათუმის ''ბასკოსთან'' ერთად, სოხუმის ''კოლხა'', ''გორი'' , თბილისის ''ბასკეტი 1'' , ''დინამო'' , ''ბრუკლინი'' და ''ვინქსი 1'' არიან.

ივანე მაისურაძის გუნდი პირველ საშინაო შეხვედრას 3 თებერვალს ბათუმის სპორტის სასახელში სოხუმის ''კოლხას'' წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში