საგარეჯოში თავდასხმის დროს დაღუპულების დაკრძალვა

24 იანვარი 2023, 11:06 591 ნახვა

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ ზაქრო მათიაშვილს, დათო ნასრაძეს და ნოდო რჩეულიშვილს დღეს დაკრძალავენ, ხუთშაბათს კი ზაზა ჩიხლაძეს.

ახალგაზრდები ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ, ისინი ნოდარ ათუაშვილის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. დღესვე დაკრძალავენ უფროსს ლეიტენანტ ოთარ ღვინიაშვილს, მას თბილისიდან საგარეჯოში გადაასვენებენ.

რაც შეეხება ტრაგედიის ღამეს დაჭრილების მდგომარეობას, ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის, 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, თუმცა მცირედი გაუმჯობესებაც შეინიშნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

მომხდარი თავდასხმის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება - იკითხებიან მოწმეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში