დღეს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება

25 იანვარი 2023, 11:37 603 ნახვა

დღეს, 25 იანვარს ფინეთის ქალაქ ესპოში ფიგურულ ციგურაობაში რიგით 115-ე ევროპის ჩემპიონატი იწყება.
"ესპო მეტრო არენაზე" 35 ქვეყნის 131 მოციგურავე იასპარეზებს.

საქართველო ჩემპიონატზე წარმოდგენილია ორი მამაკაცით ნიკა ეგაძითა და მორის ყვითელაშვილით, რომლებიც ჩემპიონატის პირველ დღეს, 25 იანვარს, თავიანთი მოკლე პროგრამებით, შესაბამისად 22 -ე და 27 ნომრებად იასპარეზებენ. შეჯიბრება თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება.

ანასტასია გუბანოვა კი 26 იანვრიდან, ხოლო მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი 27 იანვრიდან ჩაერთვებიან ჩემპიონატში.

ესპოში ევროპის ჩემპიონატი 29 იანვრამდე გაგრძელდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში