უეფას სუპერთასი რუსეთში აღარ ჩატარდება

25 იანვარი 2023, 14:15 645 ნახვა

რუსეთის ქალაქი ყაზანი წელს უეფას სუპერთასის მატჩს არ უმასპინძლებს. უეფამ ახალი მასპინძლის მოძიება უკვე დაიწყო. უეფას 2020 წლის გადაწყვეტილებით, უეფას სუპერთასის შეხვედრა თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სტადიონზე, “აკ ბარს არენაზე” 2023 წლის აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესდა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ომის გამო რუსეთის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან, სანკტ-პეტერბურგს კი უკვე ჩამოართვეს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება და საბოლოოდ მატჩი პარიზში ჩატარდა.

უეფას სუპერთასის მატჩი 1972 წლიდან ტარდება. ტიტული ყველაზე მეტჯერ ბარსელონას, რეალსა და მილანს აქვთ მოგებული,  ხუთ-ხუთჯერ. შარშან სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც ფრანკფურტის აინტრახტი 2:0 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში