იპოთეკით დაზარალებულები გამოსახლებების პროცესზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ

25 იანვარი 2023, 11:08 783 ნახვა

იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია  ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გამოსახლებების პროცესთან  დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ საქმეების შესწავლის დროს სამოქალაქოსთან ერთად სისხლის სამართლებრივი დანაშაულებიც გამოიკვეთა. მათი ინფორმაციით, რამდენიმე მევახშის მიმართ დაწყებულია საგამოძიებო პროცესები.

ასოციაციის წევრები მიმართავენ იუსტიციის და ფინანსთა მინისტრებს პროცესების დასრულებამდე გამოსახლებები შეჩერდეს.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში