გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

25 იანვარი 2023, 21:30 958 ნახვა

საქართველოსა ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.

მიქაუტაძე ჩემპიონატის 11 საუკეთესოს შორის ლიგა 2-ის საიტზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოხვდა.

22 წლის თავდასხმელმა საფრანგეთის ლიგა 2 -ში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 9 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა
19 ტურის შემდეგ, „მეცი“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 31 ქულით  მესამე პოზიციაზეა და 2 ქულით ჩამორჩება ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“.

მიქაუტაძის გუნდი ლიგა 2 -ში მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს   სტუმრად „ვალანსიენთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში