მორის ყვითელაშვილმა და ნიკა ეგაძემ ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა შეასრულეს

26 იანვარი 2023, 11:19 813 ნახვა

ფინეთის ქალაქ ესპოში, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟებმა მოკლე პროგრამა შეასრულეს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ვაჟებში ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი წარმოადგენენ.

ნიკა ეგაძემ გამოსვლა მოკლე პროგრამის შემდეგ 72,96 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა, მორის ყვითელაშვილი კი მოკლე პროგრამის შემდეგ 70,55 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. ვაჟთა ერთეულებში თავისუფალი ციგურაობა 27 იანვარს გაიმართება.

დღეს კი ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლაში ქალები ჩაებმებიან. საქართველოს სახელს კი ანასტასია გუბანოვა დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 20 წლის სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში