უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

26 იანვარი 2023, 10:18 432 ნახვა

დრონებით  შეტევის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა  უკრაინაზე  სარაკეტო თავდასხმა დაიწყეს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილიდან საჰაერო განგაშია. აფეთქებებია კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ვინიცის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელძღვანელი ანდრი ერმაკი ტელეგრამზე წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რუსული რაკეტა უკვე ჩამოაგდო. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 24 ირანული "კამიკაძე-დრონი".

უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ლიკვიდირებულია 700-ზე მეტი რუსი სამხედრო.

სულ კი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო  დანაკარგი პირადი შემადგენლობის სახით 124 ათასს ადამიანს აღწევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში