უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს - პესკოვი

26 იანვარი 2023, 14:31 532 ნახვა

უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ევროპული დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობას. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებს ალიანსი და ჩემ მიერ ნახსენები დედაქალაქები, აღიქმება, როგორც კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება“, - განაცხადა პეკსოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის "Leopard"-ისა და "Abrams"-ის ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში