სპორტული ინვენტარი ბათუმელი კალათბურთელებისთვის

26 იანვარი 2023, 14:25 890 ნახვა

საკალათბურთო კლუბი „ბასკო 2019“ წარმატებით აგრძელებს გამოსვლას საქართველოს 2023 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატში.

პირველი სამი ტურის შემდეგ გუნდმა მწვრთნელის ივანე მაისურაძის ხელმძღვანელობით სამი შეხვედრა ჩაატარა, ამათგან ორი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

მომდევნო შეხვდრას ბათუმელი კალათბურთელები 3 თებერვალს სოხუმის „კოლხას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავენ.

ბათუმელ კალათბურთელებს  სპორტული ინვენტარი გადასცეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში