მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს

26 იანვარი 2023, 16:12 1186 ნახვა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე  C ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, იტალია და არგენტინა იქნება. 

ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში ითამაშებს. ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5 და მე-8 ადგილებისთვის შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამი მეოთხეადგილოსანი მე-9 და მე-12 ადგილებისთვის ითამაშებენ.

მე-12 ადგილზე გასული გუნდი კი 2024 წელს „ალაფაზე“ დაქვეითდება
ჯგუფური ეტაპის მატჩები 24 – 29  და  4 ივლისს გაიმართება. 

ნახევარფინალები 9 ივლისს  ჩატარდება ფინალურ მატჩს კი  14 ივლისს ვიხილავთ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში