ბათუმში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა

26 იანვარი 2023, 17:13 1905 ნახვა

ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ადგილზე დაათვალიერეს. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში ბინა 100 ოჯახს უახლოეს პერიოდში გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის პროექტის I ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 80 ოჯახს გადაეცა.

"ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. 4 წლის განმავლობაში საჭიროების მქონე ოჯახები, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო საცხოვრისით.

სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში