წარმოშობით ქართველი მერი ქ.ბორჩხაში

26 იანვარი 2023, 19:34 1211 ნახვა

ბორჩხა - ძველი ქართული ქალაქი თურქეთში ქართველი მერით. ისტორიული საქართველოს ამ ნაწილში მიუხედავად იმისა რომ სხვა ეთნიკური წარმოშობის მოსახლეობაც ცხოვრობს, ქალაქის პირველ პირად ტრადიციულად ქართველს ირჩევენ. დღეს გაგაცნობთ ბორჩხის მერს ერჯან ორჰანს ქართული გვარით დავითაძე, რომელმაც 2019 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს მოუგო. ბორჩხის ისტორიაში პირველად შექმნა ქალთა გუნდი და დააპატენტა ქართული ჯიშის ვაშლი დემირა. პროფესიით პედაგოგს ბევრი გეგმა და იდეა აქვს, მათ შორის საქართველო-თურქეთის საზღვარზე დამატებით მურათლი-მარადიდის გამშვები პუნქტის გახსნა. ირინე წუწუნავასა და ანდრია ქაჩიბაიას მორიგი რეპორტაჟი ისტორიული საქართველოდან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში