ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება

26 იანვარი 2023, 20:51 1806 ნახვა

ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე, დღევანდელი დღე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა აღმოჩნდა. ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 69,81 ქულა დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით პირველი პოზიცია დაიკავა.

ქალთა ერთეულებში თავისუფალი პროგრამა 28 იანვარს გაიმართება გუბანოვას კი ოქროს მედლის მოსაპოვებლად უნიკალური შანსი ექნება.

27 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე მოცეკვავე წყვილს მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას ვიხილავთ. ამავე დღეს კაცთა შეჯიბრებაში თავისუფალ პროგრამას  მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე წარმოადგენენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში