მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

27 იანვარი 2023, 10:58 577 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში