"დინამო" ბათუმი მესამე ამხანაგურ მატჩი გრაცის "შტურმს“ დაუზავდა

26 იანვარი 2023, 21:33 732 ნახვა

"დინამო“ ბათუმმა თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი გრაცის "შტურმთან“ ჩაატარა და ფრედ 2:2 დაუზავდა. შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე კარნერმა გახსნა და „შტურმი“ დააწინაურა.

50-ე წუთზე კი დანტემ ავსტრიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი გააქტიურდა და 64-ე წუთზე ლუკა ქაფიანიძემ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, ხოლო 81-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ შორეული ულამაზესი დარტმით მატჩის საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

შეგახსნებთ, რომ "დინამო" ბათუმმა წინა ორი საკონტროლო მატჩი "მალიშევასთან", 0:1 და ლოძის „ვიძევსთან“ 2:4 დათმო.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში