შშმ ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამა

17 მაისი 2016, 00:00 5765 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის 2016 წლის პროგრამა დაიწყო. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 18 წლამდე 20 მოზარდი წლის განმავლობაში  რეაბილიტაციის კურსს გაივლის, შეისწავლიან სოციალურ უნარ-ჩვევებს. ექიმები მოზარდებს ფსიქოლოგიურ დახმარებას და სადღეღამისო მომსახურეობას გაუწევენ. პროგრამა წელს მესამედ ხორციელდება. რეაბილიტაციის კურსი ოც დღეს მოიცავს, ასევე ფინანსდება თანხმლები პირიც. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 36 ათასი ლარია. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში