შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად ქილერი დაიქირავა

28 იანვარი 2023, 15:04 755 ნახვა

ბრალი წარედგინა დაკავებულს, რომელმაც ბებიის მკვლელობა დაგეგმა. შვილიშვილმა ბებიის მკვლელობა დაქირავებულ ქილერს შეუკვეთა და სანაცვლოდ 150 ათასი დოლარის გადახდას დაჰპირდა.

25 წლის კაცმა საკუთარი ოჯახის წევრის მოკვლა ანგარების გამო გადაწყვიტა და დაქირავებულ მკვლელს ბებიის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

ბებია გადარჩა, შვილიშვილს კი 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში