ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

29 იანვარი 2023, 17:16 950 ნახვა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის  გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალურ დაპირისპირებაში ბერძენი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში 6:3,7:6,7:6 დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა პირველ სეტში ბრეიკის შესრულება მეოთხე გეიმში შეძლო და საბოლოოდ 6:3 იმარჯვა. მომდევნო ორი სეტი კი, ნოლემ ერთნაირი ანგარიშით 7:6, 7:6 მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მე-10 გახდა.  

საერთო ჯამში კი ეს სერბის კარიერაში დიდი სლემის 22-ე ტიტულია, რითაც  ლეგენდარულ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებისთვის 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. შედეგად კი, ATP-ს განახლებულ რეიტინგში პირველ პოზიციას დაუბრუნდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში