საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა

29 იანვარი 2023, 17:31 2021 ნახვა

საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა. იტალიაში დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 21-28 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში  8 სპორტსმენმა იასპარეზა.

ჩვენი გუნდიდან  წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელმაც ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის  მედალი მოიპოვა.დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშე ასევე  კონსტანტინე სუპატაშვილი იყო.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში