შოლცმა კიდევ ერთხელ თქვა უარი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე

29 იანვარი 2023, 17:52 587 ნახვა

გერმანიის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ თქვა უარი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ერთ-ერთ გამოცემასთან (Tagesspiegel) ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ უარი თქვა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე, რათა "ფსონები არ გაიზარდოს" და ასევე "ბერლინს სურს თავიდან აიცილოს შესაძლო ესკალაცია ნატოსა და რუსეთს შორის''.

25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხის განხილვაზე გადასვლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში