ომის 340-ე დღე უკრაინაში

29 იანვარი 2023, 17:08 621 ნახვა

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის ხმა ისმის, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება საჰაერო განგაშის გამოცხადება.

გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს 20-მდე დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. მედიის ინფორმაციით, ბოლო 2 4 საათში უკრაინელი დამცველების პოზიციებს მტერმა ცეცხლი 126-ჯერ გაუხსნა.  

გარდა ამისა, გრძელდება ოკუპანტის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში უკვე 66 500 დანაშაულია აღრიცხული.

რაც შეეხება რუსი ჯარისკაცების მობილიზაციას, ისინი ლუგანსკის ფრონტზე სავარაუდოდ თებერვალში ჩავლენ, ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი საუბრობს, მისი თქმით ადგილზე მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და რეგიონის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ოკუპანტების გვამებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში