გუდაურში პარაპლანით ფრენების აღდგენას ითხოვენ

29 იანვარი 2023, 20:02 489 ნახვა

გუდაურში აქცია გამართეს პარაპლანით ფრენის სპეციალისტებმა, ისინი ფრენების აღდგენას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

მხარეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რის წინაშეც აქციის მონაწილეები დგანან.

გუბერნატორის განცხადებით, კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი გაიგზავნება საერთაშორისო პარაგლაიდინგის ფედერაციაში და დოკუმენტი იქნება მორგებული საქართველოში არსებულ პირობებთან.

სამინისტრო ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში