დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

30 იანვარი 2023, 10:12 527 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე შედგება.

როგორც ცნობილია, პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში