აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლევან ურიდია, ევროკავშირის კონკურსის "მშვიდობის ჟურნალისტიკაში" ​ფინალისტია

30 იანვარი 2023, 11:48 1078 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკაში ფინალისტები ცნობილია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ლევან ურიდიას თემა - "ენა, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება" კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ მედია უნდა იყოს შუამავალი მხარეებს შორის, ასევე აღნიშნავს, რომ ის თავად აფხაზეთიდან არის და მისთვის ეს თემა ბევრად სენსიტიური და მნიშვნელოვანია.

"მედია უნდა იყოს შუამავალი მხარეებს შორის კონფლიქტების მოგვარების დროს. მე აფხაზეთიდან ვარ და ეს თემა ჩემთვის ძალიან სესნიტიურია, მასზე მუშაობა კი ორმაგად საპასუხისმგებლო. შევეცადე მეჩვენებინა მკითხველისთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს ენას, სწორ კომუნიკაციას, კონფლიქტების მოგვარების დროს. როგორი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და ექცევა თუ არა მას სათანადო ყურადღება. ვფიქრობ, მედიამ ხელი უნდა შეუწყოს მხარეებს შორის მშვიდობას, ისე რომ არცერთი მხარე არ დააზარალოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოება, რადგან ეთიკურად, მედია სტანდარტების დაცვით უნდა მუშაობდეს", - ამბობს ლევან ურიდია.

გაიცანით ფინალისტები და წაიკითხეთ მათი ნაშრომები:

ჟურნალისტები სხვადასხვა კატეგორიაში, 8 ნომინაციაზე არიან წარდგენილნი. გამარჯვებულის ვინაობა 3 თებერვალს გახდება ცნობილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში