ხერსონის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა

30 იანვარი 2023, 10:58 479 ნახვა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახულია  კვირას ხერსონის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოზე  რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგები.   

დაბომბვის შედეგად დაშავებულია ექთანი, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა - ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე თანდართულ კომენტარში. 

სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად უკრაინის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქზე. დაღუპულთაგან  ორი კაცი და ერთი ქალია, დაშავებულია 6 ადამიანი. რუსულმა ბომბებმა  დააზიანა საავადმყოფო და  სკოლა.

დაზიანებულია  სამოქალაქო ინფრასტრუქტურის არაერთი ობიექტი: ხერსონის საოლქო კლინიკური საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები  - წერს საოლქო  ადმინისტრაცია თავის ტელეგრამარხზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში