ხანძრის შედეგად ოთხი საამქრო დაიწვა

30 იანვარი 2023, 10:51 569 ნახვა

ოთხი საამქრო დაიწვა გვიან ღამით ბათუმში. შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა, სადაც  სააქციო საზოგადოება უსინათლოთა კავშირის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტებია.  

სრულად დაიწვა ავეჯისა და მეტალო-პლასტმასის საამქროები. მათ შორის ავეჯი, ინვენტარი, დანადგარები და ჩარხები. ცეცხლის გაჩენის  მიზეზები  ობიექტზე დასაქმებულებისთვის უცნობია.

ამბობენ, რომ ზარალი  დიდია.  დილიდან ადგილზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში