სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ

01 თებერვალი 2017, 00:00 2947 ნახვა

კურორტ “გოდერძზე” მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გარდაცვლილის მეუღლის ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ  რეგულირების სააგენტოსა და პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი მთელი პროცესი. კურორტზე სამედიცინო სერვისის მიწოდებას შ.პ.ს „ემერჯენს'' სერვისი უზრუნველყოფდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუკი სამედიცინო მოვლის პროცესში გამოვლინდა დარღვევები, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. შეგახსენებთ, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საჩივრით მიმართა. გარდაცვლილის მეუღლე მოითხოვს უწყებამ შეისწავლოს სამედიცინო პუნქტში არსებული ვითარება, ასევე რამდენად შეესაბამება  მედ-პერსონალის კვალიფიკაცია კურორტზე არსებულ მოთხოვნებს. თემურ გაბაიძემ დაზიანებები გოდერძის უღელტეხილზე 1 იანვარს მიიღო, 13 იანვარს კი ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში