სამხრეთ კორეა კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებს

30 იანვარი 2023, 17:58 621 ნახვა

სამხრეთ კორეის მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება. სეულში სამსახურებსა და რესტორნებში მოქალაქეების უკვე აღარ იყენებენ პირბადეებს. ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირების ფონზე მთავრობამ კოვიდრეგულაციების შერბილება გადაწყვიტა. თუმცა არის გამონაკლისებიც. პირბადის ტარება სავალდებულო რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას და სამედიცინო დაწესებულებებში. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადგილობრივი მიესალმა შეზღუდვების შემსუბუქებას, ნაწილი მაინც არ ამბობს უარს პირბადეზე. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალი შემთხვევების ზრდა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს ,განსაკუთრებით მათ, ვინც უფრო დაუცველია ინფექციების მიმართ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში