რუსეთის შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ - უკრაინის გენშტაბი

31 იანვარი 2023, 10:02 967 ნახვა

გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა, ასევე 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის საცხოვრებელ უბნებზე. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების 13 დასახლებულ პუნქტში.

უწყების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოესა და ბელოგოროვკას დასახლებებში. დონეცკის ოლქის იამპოლოვკას, სპორნოეს, კრასნაია გორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, კლეშეევკას, ივანოვსკოეს, ავდიივკას, ვოდიანეს, პერვომაისკოეს და უგლედარის დასახლებებთან.

გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით, სადაც მძიმე დანაკარგებს განიცდიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში