პარაძიუდოისტებმა გრან პრი ვერცხლის მედლით დაიწყეს

31 იანვარი 2023, 10:11 410 ნახვა

პარა ძიუდოში წლის პირველი ტურნირი ქალაქ ალმადაში იმართება. პორტუგალიის გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა. ფინალში კი ყაზახ სპორტსმენთან წააგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში