აშშ კოვიდპანდემიის დროს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს

31 იანვარი 2023, 10:12 325 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  11 მაისს ქვეყანაში კოვიდ-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება   თითქმის სამი წლის შემდეგ, რაც  აშშ-მ დაავადების გავრცელების შესაკავებლად მასშტაბური პანდემიური ღონისძიებები დააწესა. 

კოვიდ-19-ის გამო  ეროვნული საგანგებო სიტუაცია და  საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წელს  მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ  ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა.  ბაიდენმა  არაერთხელ გაახანგრძლივა ზომები,  რომელთა მოქმედების ვადა  მომდევნო თვეში იწურება. 

თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის  განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 11 მაისამდე, შემდეგ კი გაუქმმდება.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში