რუსული ტერორი ყველგან უნდა დამარცხდეს - ზელენსკი

31 იანვარი 2023, 11:16 448 ნახვა

რუსული ტერორი უკრაინაში ყველგან უნდა დამარცხდეს - განაცხადა მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის  თქმით,  რუსეთმა დაიწყო "დიდი შურისძიება" უკრაინის  წინააღმდეგობის გამო და ამაზე  რუსული მხარის განცხადებებიც მიანიშნებს, რომელიც  უკრაინის აღმოსავლეთში მთელი რიგი დამატებითი მიღწევის შესახებ აცხადებს.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა დანიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. იგი  ორშაბათს მიკოლაევში  დანიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რომელიც უცხოელი ლიდერის მიერ ფრონტთან ახლოს მყოფ  ქალაქში იშვიათი ვიზიტი იყო. 

ქალაქი, სადაც უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში რუსეთის წინსვლა შეაჩერეს,  ინტენსიურად იბომბებოდა მანამ, სანამ ნოემბერში უკრაინამ ფრონტის ხაზი უკან დააბრუნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში