ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა

31 იანვარი 2023, 11:40 1405 ნახვა

ერთი ადამიანი დაშავდა ხელვაჩაურში ავტოავარიის შედეგად. შემთხვევა პროკურატურის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, 25 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას მხოლოდ დაჟეჟილობა აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში