სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულო და ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ ნულიდან - ლევან ხაბეიშვილი

31 იანვარი 2023, 16:34 566 ნახვა

მე, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულო 500-ზე მეტმა წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ვივამედთან“ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრისთვის მზად არის, თუ დადგება შედეგი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.

„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ხომ გინდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“გაქრეს. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, თუ ისინი დააყენებენ შედეგს, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, თუ გაუშვებენ მიხეილ სააკაშვილს, ამის სანაცვლოდ მე, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები 500-ზე მეტმა წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან. ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია არ არის საკრებულოებში, არ არის პარლამენტში, არ აქვთ არნაირი ოფისი, ეს ხომ მათი ოცნებაა. ხომ მაგიტომ ჰყავთ სააკაშვილი მძევლად? თუ ეს შედეგი დადგება, დღესვე მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ეს პრობლემა 10 წუთში მოვაგვაროთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში