ომი უკრაინაში

31 იანვარი 2023, 19:45 502 ნახვა

რუსეთის მიერ ბახმუტის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახური და დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებენ.უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, რუსების მიერ დაბომბვის შედეგად 12 წლის ბიჭი და მამაკაცი გარდაიცვალნენ, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა კი 5-მა ადამიანმა მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულთა ზუსტი რიცხვი კონკრეტდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში