თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგაზე "ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა

01 თებერვალი 2023, 11:10 716 ნახვა

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგის 22-ე ტურში “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 84:72 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და “ბოლონიას” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

თორნიკემ მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, რაც იტალიელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"ვირტუს ბოლონია'" ევროლიგის სატურნირო ცხრილში 10 მოგებითა და 12 წაგებით მე-12 ადგილზე იმყოფება. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს, სტუმრად „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში