ბათუმის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს არაადამიანურ მოპყროპაში ადანაშაულებენ

01 თებერვალი 2023, 12:05 652 ნახვა

ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებენ. ადვოკატ ზაზა პაპიძის მტკიცებით, მისი დაცვისქვეშ მყოფს სასტიკად გაუსწორდნენ, რომელიც სამართალდამცავებმა 29 იანვარს ბათუმში წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ კი ადვოკატის თქმით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც თავის არეში დაზიანებები მიიღო.  

პაპიძე ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ დაკავებულს ხელბორკილებიც არ მოხსნეს.  

მომხდარს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზაზა პაპიძე სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და საგანგებო ბრიფინგს გეგმავს.

ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას   მათგან ველოდებით.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში