სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.
ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროცესში მონაწილეობა მოითხოვა.