3 თებერვალს კიევი ევროკავშირი-უკრაინის სამიტს უმასპინძლებს - შმიგალი

01 თებერვალი 2023, 10:19 564 ნახვა

კიევში 3 თებერვალს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა და აღნიშნა, რომ  ეს მძლავრი სიგნალი იქნება მსოფლიოსა და მოსკოვისთვის.

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მთავრობის მეთაურმა დაგეგმილ შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა  კიევის სწრაფვისთვის, შეუერთდეს ევროკავშირს.  „ის ფაქტი, რომ სამიტი კიევში გაიმართება, მძლავრი სიგნალია ორივესთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მტრებისთვის“ - აღნიშნა შმიგალმა.

ჯერჯერობით უცნობია სამიტში მონაწილეთა ვინაობა.  უკრაინის პრემიერის თქმით, 2 თებერვალს პირველად ისტორიაში უკრაინის მთავრობა და ევროპის კომისია  კონსულტაციებს გამართავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში