ფიდემ რეიტინგი განაახლა

01 თებერვალი 2023, 16:29 886 ნახვა

ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2638) რეიტინგის ლიდერია.

ქართველი დიდოსტატები ამჯერად საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდნენ, თუმცა საკლასიფიკაციო შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი ეძლევა ევროპის 2017 წლის ჩემპიონ ნანა ძაგნიძეს, რომელიც რეიტინგით ამჟამად მე-11 (2517) ადგილზეა.

ქალთა პირველ ასეულში, ძაგნიძის გარდა, არიან: 15. ნინო ბაციაშვილი (2493), 22. ნანა იოსელიანი (2462), 29. ლელა ჯავახიშვილი (2440), 38. მერი არაბიძე (2427), 78. სალომე მელია (2366).

ვაჟთა მსოფლიოს რეიტინგს მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2852) ლიდერობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში