გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე და "ტენერიფეს" გამარჯვება სტამბოლში

01 თებერვალი 2023, 23:42 742 ნახვა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად  თურქულ  „დარუშაფაქას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 80:59 მოუგო.

ქართველმა ცენტრმა კი მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და „ტენერიფეს“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. გიორგიმ მოედანზე 19:19 წუთი  გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა  და 2 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და  MVP-ს ტიტულიც დაისაკუთრა.

ორი ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფში ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 7 თებერვალს, შინ „ბილბაოსთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში