"დინამო" ბათუმი კიდევ 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

02 თებერვალი 2023, 10:23 947 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ‘’დინამო’’ ბათუმი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ 5 ამხანაგურ შეხვედრას 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართავს.

საწვრთნელი პროცესის მეორე ეტაპზე ბათუმელები 5 თებერვალს უკრაინულ ‘’ოლექსანდრიას’’, 8 თებერვალს დანიურ ‘’ ნაესტვედს’’, 9 თებერვალს ლატვიურ ‘’ლიეპაია’’, 13 თებერვალს უზბეკურ ‘’ პახტაკორს’ და 16 თებერვალს ყაზახურ ‘’აკსუს’’დაუპირისპირდებიან.

მატჩების პირდაპირ ტრანსლიაციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია განახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. ბათუმელები კი 26 თებერვალს საკუთარ მოედანზე ქობულეთის ''შუქურას'' უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში